WEBVTT

1
00:00:00.210 --> 00:00:03.890
სამშობლოში დაბრუნება სხვადასხვა მიზეზის გამო ხდება.


3
00:00:04.530 --> 00:00:07.530
ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტია, რომ შეგექმნათ დაბრუნების ვალდებულება.


5
00:00:07.850 --> 00:00:10.550
ეს ნიშნავს, რომ თქვენ გარკვეული პერიოდის განმავლობაში უნდა დატოვოთ ქვეყანა.

6
00:00:10.550 --> 00:00:14.250
წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლება განახორციელებს თქვენ დეპორტაციას.

7
00:00:17.010 --> 00:00:20.530
ასევე შესაძლებელია, რომ დაბრუნება თქვენივე მოთხოვნით მოგინდეთ. 


9
00:00:22.090 --> 00:00:26.910
ვალდებულების გამო მიდიხართ თუ სხვა მიზეზების გამო გადაწყვიტეთ წასვლა


11
00:00:26.910 --> 00:00:28.290
– ჩვენ აქ ვართ, რათა დაგეხმაროთ!

12
00:00:29.190 --> 00:00:36.130
ჩვენ ვუზრუნველყოფთ, რომ თქვენ სრულად იყოთ ინფორმირებული თქვენი მდგომარეობის შესახებ და მიიღოთ საუკეთესო შესაძლო მხარდაჭერა.


14
00:00:39.060 --> 00:00:43.980
ამ მიზნით, ჩვენ შევქმენით BBU-ს დაბრუნების შესახებ საკონსულტაციო ცენტრები მთელ ავსტრიაში.


16
00:00:45.200 --> 00:00:48.420
მათთან დაკავშირება შეგიძლიათ ონლაინ, ტელეფონით ან ადგილზე ვიზიტით.

17
00:00:49.220 --> 00:00:51.120
ველოდებით თქვენს გამოხმაურებას!

18
00:00:52.620 --> 00:00:57.720
ერთად განვიხილავთ თქვენს პერსპექტივებს თქვენს სამშობლოში და დაგეხმარებით დაბრუნების მთელი პროცესის განმავლობაში.


20
00:01:01.000 --> 00:01:07.950
თუ ნებაყოფლობით დაბრუნებას გადაწყვეტთ, ჩვენ დაგეხმარებით მგზავრობის ორგანიზებაში და, საჭიროების შემთხვევაში, დავფარავთ ხარჯებს.


23
00:01:08.570 --> 00:01:13.030
დანიშნულების ადგილის მიხედვით, თქვენ ასევე მიიღებთ ფულად დახმარებას.


25
00:01:13.910 --> 00:01:19.670
რეინტეგრაციის პროგრამაში მონაწილეობა გიხსნით ახალ პერსპექტივებს თქვენს სამშობლოში.


27
00:01:19.670 --> 00:01:30.530
ბიზნეს იდეის განხორციელებით, სამედიცინო დახმარებაზე წვდომით ან ტრენინგებში მონაწილეობით, რეინტეგრაცია საშუალებას გაძლევთ დამოუკიდებლად დაიწყოთ ახალი ცხოვრება.


30
00:01:31.490 --> 00:01:33.790
შეიტყვეთ მეტი ნებაყოფლობითი დაბრუნების შესახებ.

31
00:01:34.270 --> 00:01:35.290
მოხარულები ვართ, რომ შეგვიძლია გაგიწიოთ კონსულტაცია!
