ადამიანი უყურებს გამგზავრების დაფას უყურებს აეროპორტში.
iStock.com/goc

ნებაყოფლობითი დაბრუნება თქვენს სამშობლოში?

ჩვენ აქ ვართ, რათა დაგეხმაროთ – ინდივიდუალურად და მთელი ავსტრიის მასშტაბით!

დაბრუნება სირიაში

სპეციალური ინფორმაცია

თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ 1000 ევრომდე ნაღდი ფულის სახით თქვენს სამშობლოში ახალი ცხოვრების დაწყების მხარდასაჭერად. გარდა ამისა, რეინტეგრაციის დახმარება გთავაზობთ ფართო პერსპექტივებს. BBU-ს დაბრუნების შესახებ კონსულტაციის ცენტრი დაგეხმარებათ ყველა საჭირო ნაბიჯის გადადგმაში.

ჩვენი დახმარება

Image
ორი ხელი ერთმანეთს ართმევს ხელს

პროფესიონალური კონსულტაცია

BBU გაწვდით ინფორმაციას და კონსულტაციას ნებაყოფლობითი დაბრუნების შესახებ – მიუხედავად იმისა, ვალდებული ხართ დატოვოთ ქვეყანა თუ ლეგალურად ცხოვრობთ ავსტრიაში.

Image
ავსტრიის რუკა

ხელმისაწვდომია ავსტრიის მასშტაბით

BBU გთავაზობთ უფასო კონსულტაციას დაბრუნების შესახებ ყველა პროვინციაში – პირადად, ინდივიდუალურად და, თუ ეს შესაძლებელია, თქვენს ენაზე.

Image
თვითმფრინავი გლობუსის წინ

დახმარება დაბრუნებაში

ჩვენ ვგეგმავთ თქვენს მგზავრობას და გეხმარებით დაბრუნების დაფინანსებაში - სწრაფად და საიმედოდ.

Image
ოთხი ხელი ერთმანეთშია გადაჯაჭვული

რეინტეგრაცია

მრავალ ქვეყანაში ჩვენ გთავაზობთ დაბრუნების შემდგომ დახმარებას რეინტეგრაციისთვის – იმის უზრუნველსაყოფად, რომ ახალი ცხოვრების დასაწყისი თქვენს სამშობლოში წარმატებული იყოს.

Image
კონვერტი ძახილის ნიშნით

ქვეყნის დატოვების ვალდებულება – რა უნდა იცოდეთ

ვალდებული ხართ დატოვოთ ავსტრია? ამ შემთხვევაში, თქვენ ასევე ვალდებული ხართ ჩანიშნოთ შეხვედრა BBU-ს დაბრუნების შესახებ კონსულტაციის ცენტრში. გთხოვთ, რაც შეიძლება მალე დაუკავშირდეთ BBU-ს.

მნიშვნელოვანი: ნებაყოფლობითი დაბრუნების ვადის ამოწურვის შემდეგ, იმიგრაციისა და თავშესაფრის ფედერალური სამსახური (BFA) ვალდებულია დაიწყოს კანონით გათვალისწინებული დეპორტაციის პროცედურები.

ამიტომ, გირჩევთ რომ მოცემულ ვადაში, ნებაყოფლობით დაბრუნდეთ თქვენს სამშობლოში. 

მიიღეთ კონსულტაცია ახლავე

Image
ლოგო ისრით და წარწერით „დაბრუნება ავსტრიიდან“
Return from Austria

როგორ ხორციელდება ნებაყოფლობითი დაბრუნება BBU-ს დახმარებით

Image
ტელეფონი

დაგვიკავშირდით

ჩვენ აქ ვართ თქვენს დასახმარებლად. ავსტრიის ყველა პროვინციაში თქვენს მახლობლად მდებარეობს BBU-ს დაბრუნების შესახებ კონსულტაციის სერვისი. შეგიძლიათ ჩანიშნოთ შეხვედრა აქ და ახლავე. ასევე, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ტელეფონით, გამოიყენოთ საკონტაქტო ფორმა ან გვეწვიოთ პირადად სამუშაო საათებში.

Image
პირი, რომელიც ფლობს დოკუმენტებს

მოითხოვეთ კონსულტაცია

დაბრუნების გადაწყვეტილება ადვილი არ არის. დაბრუნების შესახებ კონსულტაციის დროს ჩვენ ერთად განვიხილავთ თქვენს მდგომარეობას და შევისწავლით თქვენს სამომავლო პერსპექტივებს.

Image
საგზაო ნიშანი

თუ არ შეასრულებთ ვალდებულებას ქვეყნის დატოვების შესახებ – გაითვალისწინეთ შემდეგი

უკანონო დარჩენა ავსტრიაში დაკავშირებულია სერიოზულ სამართლებრივ და პერსონალურ შედეგებთან. თუ გამგზავრების ვალდებულების მიუხედავად, ნებაყოფლობით არ დატოვებთ ქვეყანას, იმიგრაციისა და თავშესაფრის ფედერალური სამსახური (BFA) ვალდებულია მოახდინოს თქვენი დეპორტაცია კანონის შესაბამისად.

Image
მდებარეობის პინი

დაგეგმეთ თქვენი დაბრუნება

გეგმავთ ნებაყოფლობით დაბრუნებას სამშობლოში? ჩვენ დაგეხმარებით თქვენი გამგზავრების ორგანიზებაში და ვიზრუნებთ, რომ უსაფრთხოდ ჩახვიდეთ თქვენს სამშობლოში.

Image
ჩემოდანი

დაბრუნების შემდგომი დახმარება

მრავალ ქვეყანაში ჩვენ გთავაზობთ რეინტეგრაციის პროგრამებს. ეს არის გზა დაიწყოთ ახალი ცხოვრება უფრო მარტივად, ფინანსური და ნატურალური შემწეობის მეშვეობით.

განმარტებითი ვიდეო

გაიგეთ, როგორ შეგვიძლია დაგეხმაროთ, ზუსტად 2 წუთში.

Video file
ტუნისში მყოფი ახალგაზრდა მამაკაცი კამერას უღიმის
IOM 2022
ბატონი ვ. | 29 | ტუნისი
ჩემს დაბრუნებამდე დეპორტაციის მოლოდინის საპატიმროში ვიყავი. მომიწია ავსტრიის დატოვება, რადგან არ მქონდა მოქმედი დოკუმენტები. BBU-ს დაბრუნების შეასხებ ცენტრის კონსულტანტმა ამიხსნა ყველა პროცედურა ტუნისში ნებაყოფლობით დაბრუნებისთვის. მან მაცნობა, თუ რა დახმარებას მივიღებდი, თუ ნებაყოფლობით დავბრუნდებოდი. ძალიან ვნერვიულობდი, როგორი რეაქცია ექნებოდა ოჯახს ჩემი დაბრუნების თაობაზე, განსაკუთრებით იმ თანხის გამო, რომელიც ჩემთვის დახარჯეს. მაგრამ ტუნისში ჩემმა ოჯახმა თბილად მიმიღო. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი მომენტი იყო.
უზბეკეთში ახალგაზრდა ქალი ჩაფიქრებული იყურება კამერაში
IOM 2025
ქალბატონი ი. | 29 | უზბეკეთი
დაბრუნებიდან პირველი რამდენიმე თვე საკმაოდ რთული იყო. მაგრამ ჩემს გარშემო მყოფები ამას გაგებით მოეკიდნენ და აქტიურად დამიჭირეს მხარი.
რეინტეგრაციის დახმარებით, ოჯახის შემოსავლის გაუმჯობესების მიზნით, შევიძინე ოთხფეხა საქონელი. ამ გზით, ვახერხებ ჩემი შვილების ცხოვრების ხარჯების დაფარვას ჩემი ოჯახის დახმარებით, და ამავდროულად, შემიძლია გავიარო სადალაქო პრაქტიკა.
ბანგლადეშში შუახნის მამაკაცი ჩაფიქრებული იყურება კამერაში
IRARA 2022
ბატონი ს. | 34 | ბანგლადეში
ჩემი თავშესაფრის მოთხოვნა უარყოფილ იქნა და ავსტრიაში დარჩენის უფლება აღარ მქონდა. მიუხედავად განცდილი სირთულეებისა, არ ვნანობ დაბრუნების გადაწყვეტილებას. ჩემს ბიზნეს იდეასთან დაკავშირებით მოცემული რჩევებმა და ფინანსურმა დახმარებამ დამიბრუნა თავდაჯერებულობა. შევძელი ფინანსურად კვლავ ფეხზე დადგომა და ვსარგებლობ პატივისცემით საზოგადოებაში.
Return from Austria

გაქვთ რაიმე შეკითხვები? დაგვიკავშირდით!

შეავსეთ ეს ფორმა და BBU-ს დაბრუნების შესახებ კონსულტაციის ჯგუფი მალე დაგიკავშირდებათ.